სამეგრელო თავისი ისტორიული
წარსულით და
ყოფა-ცხოვრებით წარმოადგენს ფრიად
საინტერესო კუთხეს.
სამეგრელოს ისტორიული
წარსული დაკავშირებულია ძველ
კოლხეთთან.
საქართველოს ძველი
ისტორია ფაქტიურად
კოლხეთის ისტორიით
იწყება და
ისტორიის ვერც
ერთი მკვლევარი
ამას გვერდს
ვერ აუვლის.
სენაკის
N3 საჯარო სკოლის IXა კლასის მოსწავლეები
წარმოგიდგენთ ბლოგს
სახელწოდებით „გაიცანით
ჩემი რაიონი
- სენაკი“.
სიტყვა „სენაკი“
ბერის, მონაზვნის,
განდეგილის ცალკე
ოთახს „მცირე
სახლაკს“ ნიშნავს.
აქ ბერ-მონაზვნური ცხოვრება
უძველესი დროიდან
ჩქეფდა. მარტო
წმინდა
ალექსი ბერის (შუშანია) ხსენება
რად ღირს,
ეს სახელი
სენაკელებს დიდ
მოვალეობასა და
მოწიწების გრძნობას
უღვივებს. სენაკი
თავიდანვე კულტურის
თვალსაჩინო ცენტრი
იყო.
სენაკი იშლება
რიონისპირეთიდან და
უნაგირას მთის
ორივე კალთაზეა
გადაჭიმული უჭირავს
კოლხეთის დაბლობის
აღმოსავლეთი ნაწილის
ცენტრი, რელიეფში
გამოკვეთილია გეოლოგიური
აგებულებისა და
წარსულის როგორც
ტექტონიკური პროცესები
ისე მდინარეული
ეროზიის მოქმედების
კვალი.
სენაკის ტერიტორია რელიეფის
თავისებურებების მიხედვით
იყოფა ჩრდილოეთ
და სამხრეთ
ნაწილებად. ჩრდილოეთი
ნაწილი უჭირავს
მაღლობებსა და
სერებს. ეკის
მთის საშუალო
სიმაღლე ზღვის
დონიდან 270მ-დეა.
სენაკის ტერიტორია
უძველესი დროიდან
იყო დასახლებული.
ეს რეგიონი
ყოველთვის განსაკუთრებული სტრატეგიულობით გამოირჩეოდა.
სენაკი,
რომელსაც 1921 წელს ეწოდა
ქალაქი, მნიშვნელოვანი სარკინიგზო
კვანძი იყო.
გასაბჭოების შემდეგ
სენაკი მაზრის
ცენტრია. 1930 წლიდან სენაკი
დამოუკიდებელი რაიონია,
რომელსაც 1935-1989 წლებში ერქვა
„მიხა ცხაკაია“, 1990 წლიდან კი
კვლავ დაუბრუნდა
ადრინდელი სახელი
- სენაკი.
ფართობი - 520,7კვ.კმ.
კლიმატი - სუბტროპიკული ზონა
ქალაქი - 1
სოფელი - 14
მანძილი თბილისამდე - 270კმ
უახლოესი პორტი - ქ.
ფოთი, 35 კმ
უახლოესი რკინიგზის სადგური
- ქ. სენაკი
ქალაქის მოსახლეობა - 27 217
სოფლის მოსახლეობა - 21 137
მოსახლეობა (დევნილების ჩათვლით)
- 48 854
მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა:
1) ქართველი - 98%,
2) რუსი - 0,6%,
3) ასირიელი - 0,2%,
4) სხვა - 0,2%.
ქალი - 27 191
კაცი - 21 663
წყლის ძირითადი არტერიები:
1) არტერიული ჭები
მუზეუმები:
მუზეუმები:
2) ჟ. შარტავას
სახელობის მუზეუმი
3) არნ. ჩიქობავას
სახელობის სახლ-მუზეუმი
4) თ. დავითაიას
სახელობის სახლ-მუზეუმი
სენაკში არის 23 საჯარო
და 9 კერძო
სკოლა.
მუნიციპალიტეტის ძირითად რესურსს
მიწა წარმოადგენს.
სენაკის მუნიციპალიტეტი განვითარებით
აგრარულ რეგიონს
მიეკუთვნება.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის
520,7კვ.კმ.-დან
სასოფლო სამეურნეო სავარგულია
22 260ჰა, რაც მთლიანი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის
42,7%.
მათ შორის:
საძოვარი - 7 025ჰა (32%)
მრავალწლიანი ნარგვები - 3 907ჰა (17%)
სახნავი - 10 953ჰა (49%)
სათიბი - 20ჰა (91%)
საავტომობილო გზების სიგრძე:
1) სახელმწიფო მნიშვნელობის
გზა - 75,2კმ.
2) ადგილობრივი მნიშვნელობის
გზა - 273კმ.
მუნიციპალიტეტის მინერალური
და რეკრეაციული
რესურსები: მენჯისა
და ლეძაძამეს
თემებში თერმული
წყლების ჭაბურღილები,
მენჯისა და
ნოქალაქევის თემებში
კირქვის საბადო,
ეკის მთაზე
ქვიშის კარიერი,
მდ. რიონზე
ხრეშის კარიერი,
მდ. ტეხურაზე
ასევე ხრეშის
კარიერი.
საკურორტო და
ტურიზმის რესურსები:
კურორტი „მენჯი“
ყოფილი ბალნეოლოგიური კურორტი
„ნოქალაქევი“.
არქეოლოგიური კომპლექსი - ციხე-გოჯი „არქეოპოლისი“.
სოფელ ეკის იოანე
ნათლისმცემლის სახელობის
სამონასტრო კომპლექსი.
შხეფის ციხე.
სპელეოტურიზმის განსავითარებლად კასტრული
მღვიმეები მდებარეობს
ეკის მთებში
- უნაგირას მთაზე,
მენჯის თემში
- საწულეისკირიოსა და
შხეფის უბანში.
რელიგიური ტურიზმის თვალსაზრისით სენაკში, ქუთაისის ქუჩაზე რაიონული ცენტრიდან
3,5 კმ-ის დაშორებით მდებარეობს ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი. აღნიშნული ტაძარი განსაკუთრებით საინტერესოა
პილიგრიმებისათვის, ვინაიდან
აქ ინახება
უდიდესი სიწმინდე
- იოანე ნათლისმცემლის თითი,
აგრეთვე მენჯის
მთავარანგელოზთა სავანე,
სადაც დაკრძალულია
წმინდა ბერი
ალექსი შუშანია.
ადათ-წესები
სამეგრელოს ისტორიითა
და ყოფა-ცხოვრებით დაინტერესება
წარსულში დიდი იყო და
არა ერთ მოგზაურს აუწერია
მისი ბუნება, ისტორია და ზნე-ჩვეულებანი.
ძალიან ბევრი ჩვევა და წესები დღეს უკვე აღარ სრულდება თავისი ძველი სახით.
ძალიან ბევრი ჩვევა და წესები დღეს უკვე აღარ სრულდება თავისი ძველი სახით.
ნიშნობა და ქორწილი.
სამეგრელოში
წინათ ქალ-ვაჟის დაქოწრინება
მხოლოდ მშობლებს ეკითხებოდა და ვისაც მშობლები
აირჩევდნენ, ჯვარსაც იმაზე იწერდნენ. ყველაფერი შუაკაცის - ,,მარებლის“ საშუალებით ხდებოდა. აგრეთვე აკრძალული იყო შორეული ნათესავების
შეუღლება - ,,ვაშინერს“, ერთი სოფლის ქალ-ვაჟის დაქორწინება. ქალი სხვა სოფელში
უნდა გათხოვილიყო და ვინც ამ
წესს დაარღვევდა, მას საშინლად კიცხავდნენ.
ძველ
სამეგრელოში სცოდნიათ ქალ-ვაჟის აკვანში
დანიშვნა, რასაც ,,ონწეშ-იკოდგუმა“-ს უწოდებდნენ.
ქალს
მშობლები მზითებს - ,,ოჭყუდური“ აძლევდნენ. ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით სამეგრელოში ძველად გავრცელებული და წესად იყო
მიღებული ბავშვის გაძიძავება. ეს წესი უწყობდა
ღარიბსა და შეუძლო გლეხებს
დაახლოვებოდა შეძლებულ ოჯახს, რომელსაც შეეძლო მისთვის გაეწია დახმარება და მფარველობა. ძველ
სამეგრელოში ერთობოდნენ სხვადასხვა თამაშობებით. ესენი იყო: ,,სადუა“, ,,ჭარკენტი“, ,,ციხისძირობია“, ,,ჩაბაჩი“ და
სხვა.
აღსანიშნავია
ის რომ ძველ სამეგრელოში
არსებობდა წარმართული პერიოდის სამლოცველოები და სხვადასხვა ლოცვები.
ესენი იყო: ,,დოდგიმირი“, ,,ფუძეშ ოხვამერი“, ,,ხოზაკვარი“,
,,თერდობა“, ,,ტიანობა“, ,,გაძღიკობა“, ,,გოხარჭალაფა“, ,,ჯგერაგუნა“ , ,,საოცოდინარო“ და სხვა.
ამათ
გარდა წარმართული წესებით გაჟღენთილი იყო სამეგრელოს მოსახლეობის
ყოფა-ცხოვრებაც და ცრუმორწმუნე ადამიანი
ცდილობდა სხვადასხვა სახის მაგიური წესების შესრულებით მოეპოვებინა ჯანმრთელობა და ოჯახის კეთილდღეობა.
,,ბატონები“
მეგრულად მას
,,პატონეფი“ ეწოდება. ყვავილს საერთოდ დიდ ბატონებს ეძახიან.
ხალხის წარმოდგენით, ყვავილ-ბატონები ოჯახს სიზმარში ევლინება ახალგაზრდა ვაჟისა და ქალის სახით.
თუ იგი ქალის სახით
მოეჩვენათ, სახადი მსუბუქი იქნება, თუ ვაჟისა - მძიმე
იქნებაო. ყვავილიან ავადმყოფს არ მკურნალობენ და
არც რაიმე წამალს შეასმევენ - ბატონები გაჯავრდებიანო. ავადმყოფს უმღეროდნენ, ყველაფერს უსრულებდნენ.
ამასთანავე საკულტო წესების გავლენით ადამიანს სამეგრელოში დაცდილი ჰქონდა ამა თუ იმ მოვლენის ავ-კარგიანობა, რომლის მიხედვით იგი მომავალზე წინასწარმეტველებდა. თუ გოჭები თამაშობენ წვიმა იქნებაო, კატა თუ დასავლეთით პირს იბანს წვიმააო, თუჩრდილოეთით - ტაროსიაო. ბუ სადაც დაიკივლებს, იქ ადამიანი მოკვდებაო. მერცხლის ჭიკჭიკი ვაჟის შეძენას ნიშნავსო. თუ მამალმა ადრე დაიწყო ყივილი, სოფელში მავნე კაცი შემოვაო.
ამასთანავე საკულტო წესების გავლენით ადამიანს სამეგრელოში დაცდილი ჰქონდა ამა თუ იმ მოვლენის ავ-კარგიანობა, რომლის მიხედვით იგი მომავალზე წინასწარმეტველებდა. თუ გოჭები თამაშობენ წვიმა იქნებაო, კატა თუ დასავლეთით პირს იბანს წვიმააო, თუჩრდილოეთით - ტაროსიაო. ბუ სადაც დაიკივლებს, იქ ადამიანი მოკვდებაო. მერცხლის ჭიკჭიკი ვაჟის შეძენას ნიშნავსო. თუ მამალმა ადრე დაიწყო ყივილი, სოფელში მავნე კაცი შემოვაო.
ცისარტყელას
რომ დაინახავდნენ, პირზე ხელს დაიფარებდნენ, კბილებს
გააფუჭებსო. ვის სახლსაც ცისარტყელა
დაადგება ის კაცი მოკვდებაო.
,,ვაშინერსი“
ნიშნავს აკრძალულს, რისი ხსენება და
გაკეთებაც არ შეიძლება. ამ
,,ვაშინერსი“-ს ქვეშ მოქცეულია
ყველა ის აკრძალული მოქმედება
და საგნები,რომელთა ხსენებამ და შესრულებამ შესაძლებელია
ადამიანსა და მის ოჯახს
უბედურება მიაყენოს.ასეთი შიშის გამო ცრუმორწმუნე მეგრელები
წინათ სასტიკად იცავდნენ ,,ვაშინერსის“ წესებს. ,,ვაშინერსის“ ანალოგიურ წესებს ადგილი ჰქონდა ყველა კულტურული ერის ცხოვრებაში,საზოგადოების
განსაზღვრულ პერიოდში და ის ეთნოგრაფიულ
ლიტერატურაში ცნობილია ,,ტაბუ“ - ს სახელწოდებით.
,,ტაბუ“-ს
მიზანი იყო ცრუმორწმუნე ადამიანი
დაეცვა ყოველგვარი მავნე სულებისა და ბოროტი ძალების
ზეგავლენისაგან. სამეგრელოში ამ ,,ტაბუ“-ს
ან ,,ვაშინერსი“-ს გადმონაშთებს დღემდე
მოუღწევია. მაგალითად: ორშბათობით ოჯახიდან გასვლა და მგზავრობა არ
შეიძლება, იტყვიან ძმა მოუკვდებაო. ავადმყოფთან
მიცვალებულის სახელის ხსენება ,,ვაშინერსი“ და სხვა ...
უნდა
ითქვას რომ მეგრელებს ყველზე
საშიშ არსებად მიაჩნდათ ავი და ბოროტი
სულები,რომლებიც წარმოდგენილი ჰყავდათ კუდიანებისა და ეშმაკების სახით.ამის საწინააღმდეგოდ გამომუშავებული
იყო მრავალი შელოცვა.ეს შელოცვები იყო:
,,ნათოლე“ , ,,ნალის“, „უჟმურის“, ,,შაკიკი“, ,,მატავარი“, ,,საწერელი“, ,,ჭვალის“ და სხვა.
ქრისტიანობის
გავრცლების შემდეგ საქართველოში დაიწყო ძველი წრმართობის დროის საკულტო ადგილებზე ქრისტიანული ეკლესიების აგება.მიუხედავად ამისა სამეგრელოს სინამდვილეში მოხდა მათი შგუება ქრისტიანულ
მოძღვრებასთან და სამეგრელოში ქრისტიანულმა
ეკლესიებმა შემოინახეს მრავალი წარმართული ხასიათის რიტუალი და წესები.
ეთნოგრაფია
მეგრელები
ეროვნებით ქართველები არიან. ისტორიულ წარსულში ეთნოგრფიულ სამეგრელოში შედიოდა მეგრელების მოანთესავე ტომი ჭან-ლაზები,
რომლებიც მეგრელებთან ერთად დღესაც მეტყველებენ მეგრულ, ჭანურ ან ლაზურ ენაზე.
მეგრული ენა, როგორც ცნობილია
ეკუთვნის ქართველურ ენათა ჯგუფს და მეგრელების მშობლიური
და სამწერლობო ენაც ქართულია, რომელმაც
ხელი შეუწყო საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრების განვითარებას.
უძველესი დროიდან
სამეგრელოში ითესებოდა ღომი, მეგრული ,,ჩხვერი“
და ფეტვი
- ,,ჭკიდი“,
რომლებიც მოსახლეობის მთავარ საკვებ პურეულს შეადგენდა.
ღომის
და ფეტვის
მოყვანა დიდ
შრომას მოითხოვდა.
ამ მარცვლეულს თესავდნენ გაზაფხულის მიწურულში, ხის
კავით ,,ოგაფა“-თი
მოხნულ მიწაზე
და შემდეგ
მას პატარა
თოხებით სამ-ოთხჯერ
მარგლიდნენ. ღომი
სამეგრელოში იზრდებოდა
მაღალი და
შემოდგომაზე, ოქტომბერში, როდესაც მისი
თავთავი დამწიფდებოდა, ნამგლით მომკიდნენ
-„გიმუა“,
საიდანაც ოქტომბერს ,,გიმათუთა“ დაერქვა. ღომის თავთავებს გამოსაშრობად ჩაყრიდნენ ძარში ,,ნანია“-ში, რომელსაც ძირი
ლასტისა ჰქონდა და მაღალ ბოძებე
იყო შემდგარი. ღომის დაბინავების შემდეგ შეუდგებოდნენ ღომის გაცეხვის თადარიგს. ამისათვის ღომის თავთავებს დაყრიდნენ მოწნულ ,,ოლე“-ზე, რომელსაც
ქვეშ შეუნთებდნენ ნელ ცეცხლს, რომ
ღომი ნებსით გამომშრალიყო. შემდეგ ღომის თავთავებს ფეხით სრესდნენ (,,ჩაჩუა“) და აშორებდნენ მას
ჩალასა და ღეროებს, რასაც
უწოდებდნენ ,,გვადუა“-ს .
გარჩულ
ღომის თავთავებს ახლა საცხეველში ,,ჩამურში“
ჩაყრიდნენ ჩამური მთლიან ხისგან იყო გამოთლილი და
ზემო ნაპირი მას ღრმად ჰქონდა
ამოჭრილი. ღომის ცეხვა ,,ჩხვარუა“ სამეგრელოში სამუშოდ ითვლებოდა და ამისათვის მიმართავდნენ
სხვადასხვა ხერხს.
ჩვეულებრივარ
ღომის გაცეხვა წარმოებდა ხელების საშუალებით. სამი ქალი დადგებოდა
,,ჩამურთან“, რომელშიაც ეყარა ღომის თავთავები, ხელში აიღებდნენ მოკაუჭბული ხისგან გამოთლილ საცეხველებს - ,,კაკუცტს“ და რიგით დაკრავდნენ
ჩამურში მოთავსებულ ღომის თავთავებს. ხელის საცეხველებით შეიარაღებული ქალები უნდა ყოფილიყო მხოლოდ
სამი, გარკვეული ტაქტის მიხედვით სცემდნენ საცეხველს ჩამურში, რომ საცეხველები ერთმანეთს
არ მოხვედროდა. ამის თავიდან ასაცდენად
გამოყენებული იყო სხვადასხვა სიტყვები,
ხშირად უწმაწურიც. დაიწყებდნენ თვლით: ართი, ჟირი, სუმი
და შემდეგ მიაყოლებდნენ სიტყვებს რაც პირში მოადგებოდათ.
ცდილობდნენ ეთქვათ სახუმარო სიტყვები, რომ ამით შეემსუბუქებინათ
თავიანთი შრომა.
გავრცელებული
იყო აგრეთვე წლით მექანიზირებული ჩამურიც,
რომელსაც მიმაგრებული ჰქონდა წყლის საქაჩი და ის ამუშავებდა
საცეხველს.
გაცეხვილი
ღომის მარცვლებს ჩამურიდან ამოყრიდნენ და გობებით ანიავებდნენ „მოხინწვლა
ან ხიორუა“ და ბურდოიან ნარჩენს (,,ნოყური“) ქათმებს გადაუყრდნენ. ღომის გარეცხვა ქალებს ევალებოდა, მამაკაცებისათვის ეს სამუშაო, როგორც
სადედაკაცო სამუშო, დამამცირებლად ითვლებოდა და ამის გამო
ქალები მთელი წლის განმავლობაში იძულებულნი
იყვნენ ეს მძიმე სამუშაო
თვითონვე შეესრულებინათ.
მებატონეებს
კი ჰყავდათ ღომის მცეხვავი ყმები, რომლებსაც მოჯალაბეს უწოდებდნენ. მოჯალაბენი სამეგრელოში ეკუთვნოდნენ ყმების ყველაზე დაბალ და დამცირებულ კატეგორიას.
ღომი
და მჭადი ძნელი მოსაყვანი ჭირნახული იყო, მოითხოვდა მძიმე
და ხანგრძლივ შრომას, მოსავალს კი იძლეოდა მცირეს,
ამიტომ მოსახლეობას აქ ჭირნახული არ
ყოფნიდა და ხშირად შიმშილობას
განიცდიდა. ასეთ შემთხვევებში მოსახლეობა
იკვებებოდა თხილით და წაბლით. დაფქული
წაბლისაგან მჭადს აცხობდნენ და ჭამდნენ.
გლეხების
გადმოცემით ძველად
სამეგრელოში სამეურნეო
იარაღებიც მეტად
პრიმიტიული ჰქონდათ.
სიმინდის კულტურის
შემოსვლამდე აქ
რკინის სახნისი
არ ყოფილა
ხმარებაში. ღომს
თესავდნენ და
თოხნიდნენ პატარა
თოხით რომელსაც
,,ჩენგს“ უწოდებდნენ. იყენებდნენ აგრეთვე
ბზისგან გაკეთებულ
თოხებს. პირველად
სახნისი შემოსულა
უტუ მიქავას
დროს, რომელიც
თვითონ მჭედელი
ყოფილა. სახნისი
მას სხვაგან
უნახავს და
იგი სამეგრელოში შემოუღია.
სამეგრელოს ზოგიერთ
ადგილებში ძველად პურიც ითესებოდა - ,,პიტა ქობალი“ (ორ
ფხიანი), ,,ირქიში“ ან ,,ირქლი“ (იფქლი)
და ჭვავი ,,ჭვე“ , რომელსაც მკიდნენ
თურმე ,,შანკით“. აიღბდნენ ორ მოკლე ჯოხს,
მასში პურის თავთავს გაუყრიდნენ და ისე გლეჯდნენ.
სამერელოში
ითესებოდა სხვადასხვა გვარის სიმინდი. მთიან ნაწილში ითესებოდა წვრილი სიმინდი ,,რუხულა“, დაბლობში კი თეთრი, წითელი
და ,,ციცუა“ სიმინდი. საყანე მიწა გლეხებს ჯერ
უნდა მოესუფთავებინა, შემდეგ მას მოხნავდა ხის
კავით ,,ოგაფა“, რომელსაც გაკეთებული ჰქონდა რკინის სახნისი. მოხნულ მიწაზე ითესებოდა სიმინდი და შემდეგ მას
ფარცხავდნენ. სიმინდს თოხნიდნენ ორჯერ, ზოგჯერ სამჯერაც. მიწა სამეგრელოში ურწყავია
და სიმინდის მოსავალიც უმთავრესად ამინდზეა დამოკიდებული. მინდვრის სამუშაოზე იცოდნენ ნადის მიწვევა და ამასთან დაკავშირებული
იყო სხვადასხვა ნადური სიმღერები. ხვნის დროს მღეროდნენ ხარისას
,,ხოჯოიში გიობირალი“ , რომელიც ასე იწყებოდა:
აშო მორთი
ხოლოშა,
ღვინ მისხუნუ
თოხლოშა,
ოჰო, ჰოო,
ვოჰო,ჰოო.
მორთი აშო
ხოჯ კვალიშა,
ასე მეუ
კვალიშ გალე,
ოჰო, ჰოო,
ვოჰო,ჰოო.
მატერიალური კულტურა
დღეს
ეს საკრავი სამეგრელოში მივიწყებულია, ახსოვთ მხოლოდ მოხუცებს. ლარჭემს საერთოდ მეჯოგეები
უკრავდნენ და ისინი ამითი ერთობოდნენ. ლარჭემი მცენარეა, რომელიც მთიან სამეგრელოში
იზრდება. იგი წააგავს ლერწამს, მხოლოდ უფრო მსუბუქი და გამძლეა. ლარჭემის მოჭრა და
საკრავის გაკეთება უკეთესია ივლისის ბოლოს, მანამდე იგი ნედლია და კარგხმიანი საკრავი
გამოდის. ლარჭემს აკეთებენ აგრეთვე კალმისაგან ,,ჩალამ-კალამი“-საგან (ლერწამი), მაგრამ
ასეთ ლარჭემს ხმა არ უვარგა და და დასაკრვადაც არ არის სასიამოვნო.
„ლარჭემი“ |
ლარჭემის
გაკეთების დროს მნიშვნელობა ეძლეოდა თითოეულ ღეროს სიგრძე-სიგანეს, ზომას და სხვ. შემდეგ
კი ღეროებს ხმის მიხედვით არჩევდნენ.
ამიტომ ოსტატმა ჯერ ხმიანობა უნდა გაუსინჯოს ლერწმის ღეროს და შემდეგ ისინი უნდა შეკრას ლარჭემად, რომლის შესაკრავად ჩვეულებრივ ხმარობდნენ ბლის თხელ ქერქს. ხმა და ბგერები ლარჭემს სალამურისა აქვს, მხოლოდ იგი მრავალხმიანია და შეწყობილი. ლარჭემს ხშირად ორნი უკრავენ და ერთმანეთს ეჯიბრებიან დაკვრაში. წინათ ლარჭემს უკრავდნენ ქოწრილში, ღამის თევაში, ხატობა-დღეობებში და ,,გოხარჭალაფა“ ღამეს. ზოგჯერ ლარჭემს უკრავდნენ და თან ცხვირით ამღერებდნენ.
ამიტომ ოსტატმა ჯერ ხმიანობა უნდა გაუსინჯოს ლერწმის ღეროს და შემდეგ ისინი უნდა შეკრას ლარჭემად, რომლის შესაკრავად ჩვეულებრივ ხმარობდნენ ბლის თხელ ქერქს. ხმა და ბგერები ლარჭემს სალამურისა აქვს, მხოლოდ იგი მრავალხმიანია და შეწყობილი. ლარჭემს ხშირად ორნი უკრავენ და ერთმანეთს ეჯიბრებიან დაკვრაში. წინათ ლარჭემს უკრავდნენ ქოწრილში, ღამის თევაში, ხატობა-დღეობებში და ,,გოხარჭალაფა“ ღამეს. ზოგჯერ ლარჭემს უკრავდნენ და თან ცხვირით ამღერებდნენ.
საცხოვრებელი ბინები
სენაკში
სოფლის მოსახლეობა ცხოვრობს გაფანტულად და ამის გამო
ერთი კომლი მეორისგან საკმაო მანძილით არის დაშორებული. თითოეულ
სოფელს აქვს თავისი საზღვარი
და სახელწოდება. წინათ აქური სოფლები
დასახლებული იყო გვარებად და სოფელიც ამ გვარის სახელწოდებას ატარებდა, როგორიცაა
მაგალითად: საჯალაღანიო, სახარბედიო, საჩიჩუო და სხვა.
წინათ
სენაკში დიდი ოჯახები იყო,
სადაც განუყოფელი ძები ერთად ცხოვრობდენ.
ოჯახის სათავეში იდგა უფროსი მამაკაცი
,,ბაბუ“ და დიასახლისი ,,ბები“.
თუ ისინი ღმა მოხუცები იყვნენ
მაშინ ოჯახს უფროსი მაზლი და რძალი განაგებდნენ.
სენაკელი
გლეხის კარ-მიდამო ლამაზი
და სუფთაა. მას საკმაოდ დიდი
ფართობი უჭირავს. ეზოები შემოღობილია და აქვს ერთი
შემოსასვლელ ჭიშკარი. ეზოში მოთავსებულია სხვადასხვა დანიშნულების სადგომები, რომლებიც განლაგებულია გარკვეულ გეგმაზე. მაგრამ სანამ ჩვენ შევუდგებოდეთ თანამედროვე
სენაკური ტიპის კარ-მიდამოს და
ნაგებობათა აღწერას, საჭიროა მოკლედ შევეხოთ თუ როგორ ვითარდებოდა
ბინათმშენებლობა სენაკში.
საზოგადოებრივი ცხოვრების
განვითარებასთან ერთად იცვლება ადამიანის საცხოვრებელი ბინის ფორმა და მისი მშენებლობის
ტექნიკა.ბინა წარმოადგენს რთულ
სოციალურ-ეკონომიურ კომპლექსს,რომელშიც მოცემულია შრომის საშუალებანი, მშენებლობის ტექნიკა და იდეოლოგია.მატერიალური შესაძლებლობანი,მოხმარების ფუნქციონალობა და სხვა.
წინათ სენაკში
გლეხები ცხოვრობდნენ ფაცხებში და მიწურის სახლებში.
ფაცხა წარმოადგენდა საცხოვრებელი ბინის პრიმიტიულ სახეს. მისი აგება არ
მოითხოვდა შრომის რთულ პროცესს. ფაცხას
გლეხი თვითონვე აშენებდა. თავდაპირველად ის არჩევდა საფაცხე
ადგილს, შემდეგ ჩასვამდნენ სარებს და ამის გარშემო
წნელით შემოღობავდნენ. ფაცხა იყო ორგვარი: ,,კუნჭულა“
და ,,ამხარა“ ფაცხა. მათ შორის განსხვავება
ის იყო რომ, ,,კუნჭულა“
ფაცხას ჰქონდა მრგვალი და წოპიანი სახურავი,
ის გადახურული იყო გვიმრით.
,,ამხარას“ კი
სახურავი უფრო დაბალი ჰქონდა,
მას ისლით ხურავდნენ. ფაცხას შიგნით და გარედან თიხა-ტალახით გალესავდნენ და ასეთ ფარღალა
ფაცხებში ცხოვრობდნენ მებატონეებისაგან შევიწროვებული და დაჩაგრული გლეხობა.
ასეთივე ტიპის
სადგომი იყო ,,ჯარგვალი“ სახლი,
რომელიც ფაცხისაგან იმითი განსხვავდებოდა, რომ მისი კედლები
ნაგები იყო გრძელი მორებით. ჯარგვალიც ზომით პატარა იყო, მაგრამ ფორმით
ოთკუთხედი. ჯარგვლის აგება ფაცხასთან შედარებით მოითხოვდა მეტ შრომას, ცოდნასა
და საშუალებას.
მესამე
ტიპის სადგომი,
რომელიც ეხლაც
გავრცელებულია სამეგრელოში ეს არის
,,გუდორი“ და
,,პიტაფიცარა“ სახლი.
ასეთ სადგომებს
კედლები აქვს
ნაგები გათლილი
მოკლე ფიცრით,
უმეტეს შემთხვევაში მასალა მუხისაა.
ასეთი ფიცრული
სახლის აგება,
რასაკვირველია, მოითხოვდა
ოსტატს, რაც
ღარიბი გლეხისთვის ძნელად მისაწვდომი იყო.
მოსახლეობის
შეძლებული ნაწილი კი იშენებდა ოდას,
რომელსაც ,,საღდარს“ უწოდებდნენ. ოდა შედგებოდა რამდენიმე
ოთახისაგან, რომელსაც ჰქონდა გამართული ფიცრული ჭერი და იატაკი.
ოდა სახლები ჩვეულებრივ შედგება ოთხი ოთახისაგან: დარბაზი
(ზალა), სასადილო და ორიც საშუალო
საძინებელი ოთახი. წინ და უკან
ოდას აქვს აივანი, რომლის
მოაჯირი და სვეტის თაღები
ლამაზად არის მოჩუქურთმებული. ოდას
წინა ფასადზე კარ-ფანჯრებია გამართული.
ჩვეულებრივ, ოდა ერთ სართულიანია
და შემდგარია ბოძებზე, რომელთა სიმაღლე ერთ მეტრამდეა. ოდას
უკან ედგა საოჯახო დანიშნულების
შემდეგი ნაგებობანი: ,,სამუარხე“ (სამზარეულო). აქვე იყო სამზარეულოს
ჭურჭლი და დგამი, ენთო
კერის ცეცხლი და მოხუცებიც ამ
სამზარეულოში იძინებდნენ.
ოდა სახლის
ეზოში იდგა ,,ბაღი“ ან
,,ხულა“. ორივე ერთი და იგივე
დანიშნულებისაა, განსხვავება მხოლოდ მოცულობაში იყო. ბაღი უფრო
დიდია, ხულა კი მომცრო,
ორივეში ინახებოდა სურსათ-სანოვაგე: დაფქული ჭირნახული და სხვა. ბაღი
და ხულა ფიცრული იყო,
კარი ჰქონდა მაღლა გამოჭრილი ისე, რომ ადამიანს
უკიბოდ გაუჭირდებოდა ასვლა და მის ვიწრო
კარებში გაძრომა.
მეგრული „ოდა“ |
მის მახლობლად
იდგა მარანი, რომელშიაც საღვინე ქვევრები იყო ჩაფლული. აქვე
ინახებოდა საწნახელი და ღვინის დამამზადებელი
იარაღები. მის მახლობლად იდგა
ჩალის შესანიშნავი ,,ოფურჩე“ .
ეზოს უკან
სასიმინდე ედგათ. მის მახლობლად დგას
,,ხულა“, სადაც ინახება სანოვაგე: ხორცი, ფქვილი, ყველი და სხვა.
ერთი სიტყვით,
შეძლებული სენაკელის კარ-მიდამო დღეს
შედგება შენობისაგან,
მისი შიდა მოწყობილობა კი
ქალაქურია.
ტიპიური სახლები სენაკში |
მენჯი
მენჯის
კურორტის ნგრევა რამოდენიმე წლის წინ დაიწყო.
თავდაპირველად მენჯის სანატორიუმს იქ ჩასახლებულმა ,,მხედრიონელებმა“
და გვარდიელებმა მიაყენეს ზიანი. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ კი, ნახევრად გაპარტახებული
სანატორიუმის ცალკეულ შენობებში აფხაზეთიდან დევნილები ჩაასახლეს. სამოქალაქო ომის გადარჩენილი ქონება
კურორტის გულგრილი დირექტორების მადას შეეწირა.
ასე გამოიყურება დღეს სანატორიუმის ეზო |
მენჯში
თავის დროზე
იყო კეთილმოწყობილი სანატორიუმი, სანატორიუმის ტიპის რკინიგზის
საავადმყოფო, საკურორტო
პოლიკლინიკა. საკურორტო
სეზონი კი
მთელი წლის
განმავლობაში უწყვეტად
გრძელდებოდა.
არაოფიციალური
ინფორმაციით, სენაკის ადგილობრივმა ადმინისტრაციამ ეკონომიკის სამინისტროს სთხოვა, კურორტი საბოლოო განადგურებისაგან ეხსნათ, მაგრამ ჯერჯერობით შველა არსაიდან ჩანს.
დევნილები
1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში დაიწყო ძმათამკვლელი ომი, რომლის მთავარი წამქეზებელი ძალა იყო რუსეთი. ერთწლიანი
ომის შემდეგ 1993 წლის ივლისში დაიდო საზავო ხელშეკრულება აფხაზებსა და ქართველებს
შორის. მთავარი მაპროვოცირებელი იყო რუსეთი. ხელშეკრულების თანახმად ორივე მხარეს უნდა
გაეყვანა საბრძოლო ტექნიკა, მხოლოდ საქართველომ შეასრულა პირობა, განიარაღებული ქართველები
შეირაღებული რუსეთისა და ჩრდილოკავკასიელ მებრძოლთა პირისპირ აღმოჩნდნენ. 27 ივლისს
სოხუმი დაეცა. ბევრი ქართველისათვის გზა სოხუმიდან ჭუბერამდე სასაფლაოდ გადაიქცა.
სენაკში
უამრავი იძულებით გადაადგილებული პირია. ისინი კომპაქტურად დასახლებულები არიან: სამხედრო
ქალაქში, კურორტ მენჯში, პროფსასწავლებლებში, კოლეჯში, ინტერნატში და სხვა.
საქართველოს
მთავრობამ 2010-2011 წლებში ამ დასახლებებში ჩაატარა კაპიტალური რემონტი. მიუხედავად
ამისა ზოგიერთ პატარა დასახლებებში გაუსაძლისი მდგომარეობაა: სახურავიდან წყალი წვეთავს,
კედლები ნესტიანია. წყალსა და გაზზე საუბარი ზადმეტია.
დევნილთა
პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა კიდევ რამდენიმე კორპუსის აშენება რათა ყველა დევნილი
დაკმაყოფილდეს საკუთარი საცხოვრებელი ფართით.
ჩვენ გვჯერა, რომ დევნილი მოსახლეობა
დაუბრუნდება საკუთრ სახლ-კარს სამშობლოში.ნოქალაქევი
ნოქალაქევი,
ასევე ბერძნული სახელწოდებით არქეოპოლისი, ქართული წყაროებით ციხე-გოჯი. ისტორიული
ციხექალაქი დასავლეთ საქართველოში, ამჯამად სოფელი ნოქალაქევი და არქეოლოგიური მიდამოა
სენაკის მუნიციპალიტეტში, სამეგრელო მდ. ტეხურის მარცხენა სანაპიროზე. სავარაუდოდ ნოქალაქევის
ტერიტორიაზე მდებარეობდა მითიური ქალაქი აია, საიდანაც არგონავტებმა ოქროს საწმისი მოიპარეს.
ამ ადგილას უწინ მნიშვნელოვანი ქართული ქალაქი მდებარეობდა. რომაელი და ბიზანტიელი ისტორიკოსები მას მოიხსენიებდნენ, როგორც არქეოპოლისს, თუმცა უფრო ადრინდელ ქართულ ქრონიკებში მას ციხე-გოჯს უწოდებენ. ისტორიული წყაროების თანახმად, ეს ციხესიმაგრე ააგო ეგრისისა და სვანეთის ერითავმა ქუჯიმ. ციხე-ქალაქის აგება განპიროვნებული იყო სტრატეგიული მოსაზრებით და მოსახლეობის სიმრავლით. ციხე-გოჯი დასავლეთ საქართველოს ეგრისის სამეფოს დედაქალაქი იყო IV-VIII საუკუნეებში. ბიზანტიასა და სპარსეთის იმპერიებს შორის ლაზური ომები (542-5562) სწორედ ამ ქალაქში განხორციელდა. ომის დროს სპარსე;ებმა ციხე-გოჯზე იერიში სამხჯერ მიიტანეს ა მხოლოდ მესამედ მოახერხეს მისი აღება (554), თუმცა ჯალაქი მცირე ხანში ისევ ჩაუვარდა ბიზანტიულ-ლაზურ ძალებს. 737-738 წლებში ქალაქი არაბმა მთავარსარდალმა მურვან იბნ მუამედმა (მურვან ყრუ) გაანადგურა. გამუდმებული ნგრევისა და გაპარტახების შედეგად ციხე-გოჯიდაკნინდა და მცირე სოფლად გადაიქცა. სოფელმა ხელმეორე აყვავება ჰპოვა XVI საუკუნეში, როდესაც აქ სამეგრელოს საკუთარი სასახლე ააშენა-დადიანების რეზიდენცია. ნოქალაქევის არქეოლოგიური შესწავლა დაიწყო 1930-1931 წლებში აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის ინიციატივით
ციხე-გოჯი,
არქეოპოლისი, ნოქალაქევი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ადგილს წარმოადგენს.
მასზე
დაუსრულებლად შეიძლება საუბარი, აქ ხომ ქუჯის სული ტრიალებს.
ეს კულტურული ძეგლი უმნიშვნელოვანეს რეკრეაციულ ზონად შეიძლება გადაიქცეს, მაგრამ მას ჯეროვანი ყურადღება არ ექცევა. მისი აღდგენა-რეაბილიტაცია ხომ სენაკისთვის ძალიან მომგებიანი შეიძლება გახდეს მრავალი კუთხით.
ამ
ძეგლის სრული აღდგენა რაიონში განავითარებს მრავალ სფეროს, ხელს შეუწყობს ტურიზმის
განვიითარებას, კულტურული ურთიერთობების დამყარებას და საბოლოოდ ეს ყველაფერი აისახება
რაიონის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
ჩემი
დიდი სურვილია ციხე-გოჯი ძალიან მალე ვნახო ისეთი, როგორიც მე წარმომიდგენია. მინდა,
აქ ჩამოსუ თითოეულ ადამიანს ზუსტად იგივე გრძნობა დაეუფლოს, რასაც მე ვგრძნობ და განვიცდი
როცა ამ კურთხეულ მიწაზე ვდგავარ.
მჯერა, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გაითავისებენ
ამ პრობლემას და დაგვეხმარებიან მათ მოგვარებაში!
მეჩაიეობა
სენაკის
სოფლის მეურნეობის წამყვანი
დარგები იყო მეჩაიეობა,
მეცხოველეობა, მეაბრეშუმეობა, მარცვლელულის მეურნეობა.
აქედან
ჩვენ განვიხილავთ ერთ-ერთს - მეჩაიეობას, რომელიც მოსახლეობის ფულადი
შემოსავლის ძირითადი წყარო იყო წლების
განმავლობაში. განსაკუთრებით კი XX საუკუნის 60-70-იან წლებში.
მოგეხსენებათ
ჩაი უძველესი მცენარეა,
რომლისაგან მზადდება მსოფლიოში
ყველაზე პოპულარული სასმელი. ჩაის მიირთმევს კაცობრიობის
ორი მესამედი. მსოფლიოში
სავაჭრო მიმოქცევაში მას პირველი ადგილი უჭირავს
და პურის შემდეგ
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაა.
საქართველოს დასავლეთ ნაწილისთვის ჩაი იგივე იყო, რაც პური უკრაინისთვის, იგივე იყო რაც ბამბა
უზბეკეთისათვის.
დასავლეთ
საქართველოში და მათ შორის
სენაკის რაიონში ჩაის პლანტაციები იყო გაშენებული. სამეგრელოს ამაღლებულ ადგილებში გავცელებულია სუბტროპიკული ნიადაგები, სადაც შესანიშნავად
ხარობდა ჩაის ბუჩქი.
დღეს კი მთელ სამეგრელოში
არსად არ არის დარჩენილი
ჩაის პლანტაცია. 90-იან წლებში
უპატრონოდ დატოვებულ ჩაის პლანტაციებს ეკალ-ბარდი მოერია, გატყიურდა და გავერანდა
ერთ დროს „მწვანე ოქროდ“ წოდებული
ჩაის ბუჩქი.
ჩვენთან
დასავლეთ საქართველოში XX საუკუნის მე-II ნახევარში მზადდებოდა
ჩაი, რომელიც გემოთი და არომატის სინაზით
არაფრით ჩამოუვარდებოდა ინდოეთისა
და ცეილონის საუკეთესო
ჩაის. განსაკუთრებით კი ცნობილი იყო „საქართველოს თაიგული“, „ექსტრა“, „კოლხეთი“, რომლებსაც ნაზი ნორჩი ფოთლებისა
და კვირტებისაგან ამზადებდნენ.
სენაკის რაიონში თითქმის ყველა სოფელში იყო ჩაის გადამამუშავებელი ფაბრიკები. სამწუხაროდ XX საუკუნის მიწურულში
მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით,
საუბარია საბჭოთა კავშირის
დაშლასა და ამ პროცესთან
დაკავშირებულ მოვლენებზე, შეწყდა
ჩაის ნედლეულის დამზადება, დაკნინდა სოფლის
მეურნეობის დარგები, მათ შორის მეჩაიეობა.
შესაბამისად წლების განმავლობაში უმოქმედოთ მდგარი
ფაბრიკა-ქარხნები დაიშალა, დაზგა-დანადგარები დაიჟანგა,
მწყობრიდან გამოვიდა და განადგურდა.
საგულისხმოა ერთი ფაქტი; სენაკის ტერიტორიაზე მდებარეობდა, აგრეთვე, XX საუკუნის
80-იან წლებში შექმნილი
და აშენებული ჩაის გადამამუშავებელი კომბინატი „ასორტი“, რომელიც
წლების განავლობაში წარმატებით
ასრულებდა მასზე დაკისრებულ
მოვალეობას, უშვებდა საუკეთესო ხარისხის
ჩაის პროდუქციას; გრანულირებულ ჩაის, აგრეთვე ჩაის გამაგრილებელ სასმელებს
დასახელებებით: „ტეხურა“ და „სენაკი“. ამ
ფაბრიკის მიერ წარმოებული
პროდუქცია წარმატებით საღდებოდა
როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე საბჭოთა
კავშირის მთელ ტერიტორიაზე
და ამავე დროს აღმოსავლეთ
ევროპის ქვეყნებში: პოლონეთში, ბულგარეთში, რუმინეთში.
აღნიშნული საწარმო
იყო იმ დროისათვის
ერთ-ერთი წამყვანი საწარმო
მთელს რაიონში. მას გარკვეული ადგილი
ეკავა რაიონის ეკონომიკურ განვითარებაში, ფაბრიკას
ხელმძღვანელობდა აწგანსვენებული სენაკელი
პიროვნება, ბატონი გურამ
ფირცხელავა.
აღსანიშნავია ის, რომ სენაკის რაიონში არსებული ფაბრიკა-ქარხნებიდან ფიზიკურად განადგურდა
ყველა ფაბრიკა, გარდა ზემოთხსენებულისა.
დღესდღეობით
ფაბრიკის მესაკუთრე გახლავთ მედიცინის
მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი-ენდოკრინოლოგი, ბატონი
თამაზ ფირცხელავა, რომელსაც
მე გავესაუბრე აღნიშნულ თემაზე და ჩავწერე
ინტერვიუ, რომელიც თან ახლავს
თემას.
მე
დიდი სურვილი მაქვს ვიხილო ჩემს რაიონში ისეთი ჩაის პლანტაციები,
როგორც გასულ საუკუნეში
იყო, შედეგად მწყობრში ჩადგეს
ჩაის გადამამუშავებელი კომბინატ-ფაბრიკები.
სოფლის მეურნეობის
ამ ერთ-ერთი დარგის
აღორძინება ნამდვილად წაადგება ჩემს რაიონს და შესაბამისად დაეხმარება
სხვა დარგების განვითარებას.
ჩვენი მიზანია სასკოლო ბლოგების კონკურსი „გაიცანით ჩემი რაიონი“ დაგვეხმაროს სენაკის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაში. ჩვენ კი კონკურსში მონაწილეობით ჩვენი წვლილი შევიტანოთ სენაკის აღორძინებაში.
აკაკი ხორავას სახ.სახელმწიფო დრამატული თეატრი |
სარკინიგზო მაგისტრალი |
დაისი სენაკში |
ხედი „საკირეს მთიდან“ |